ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 29 729 ტესტი, გამოვლინდა 580 შემთხვევა – 3 აპრილი

3 აპრილი, 2021 • 901
ჩატარდა კორონავირუსის 29 729 ტესტი, გამოვლინდა 580 შემთხვევა – 3 აპრილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 580 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 215 პირი და ჩატარდა 29 729 კვლევა ტესტით – მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით.

ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 3 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.85 %.

580 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 331
  • აჭარა – 51
  • იმერეთი – 56
  • ქვემო ქართლი – 22
  • შიდა ქართლი – 26
  • გურია – 17
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50
  • კახეთი – 10
  • მცხეთა-მთიანეთი – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 824, აჭარაში – 239, იმერეთში – 292.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, თბილისში – 142, აჭარაში – 36, იმერეთში -81. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 75 – აჭარაში.

3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აღნიშნავს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი