ახალი ამბები

24 646 ტესტით COVID-19-ის 529 შემთხვევა გამოვლინდა – 2 აპრილი

2 აპრილი, 2021 •
24 646 ტესტით COVID-19-ის 529 შემთხვევა გამოვლინდა – 2 აპრილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის, 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 9 987 კი -PCR მეთოდით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 529 ახალი შემთხვევა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.15% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 798 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა,
აჭარა – 45,
იმერეთი – 34,
ქვემო ქართლი – 21,
შიდა ქართლი – 30,
გურია – 23,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78,
კახეთი – 2,
მცხეთა-მთიანეთი – 5,
სამცხე-ჯავახეთი – 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 43, აჭარაში – 4, იმერეთში – 4. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 – თბილისში, 72 – აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი