ახალი ამბები

ნიკოლოზ გამყრელიძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

1 აპრილი, 2021 • 808
ნიკოლოზ გამყრელიძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს აიცრა.

გამყრელიძის განმარტებით, მას დიდი ინფორმაცია აქვს როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” მიერ წარმოებული ვაქცინის შესახებ და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომლით აიცრებოდა:

“ძალიან მიხარია, რომ აცრის საშუალება მომეცა, იმიტომ, რომ მე ერთი წლის წინ გადავიტანე კოვიდი და ანტისხეულები გამდიოდა, ამიტომ მიწევდა აცრა და ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება.

რაც შეეხება, რატომ “ასტრაზენეკათი” და არა “ფაიზერით”, ეს ორივე ვაქცინა დამზადებულია მსოფლიოში წამყვანი მულტინაციონალური კომპანიების მიერ და ამიტომ მათ ხარისხში, არც ერთში და არც მეორეში ეჭვი არ მეპარება და საკმაოდ დიდ ინფორმაციას ვფლობ ორივეს ხარისხთან დაკავშირებით. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომლით ავიცრებოდი. მომიწია რიგი “ასტრაზენეკათი” და ავიცერი “ასტრაზენეკათი”, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის საქართველოში 7 822 ადამიანია აცრილი. ამ დრომდე კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი