ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი სტუმარი გახდით” – პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟებიან

1 აპრილი, 2021 • 1477
“ჩვენი სტუმარი გახდით” – პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟებიან

აფხაზეთში საზოგადოებრივი ორგანიზაცია  “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა” აქვეყნებს მიმართვას, სადაც რუს ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერს თბილისის ინციდენტის შემდეგ აფხაზეთში ეპატიჟებიან.

“საქართველოში მომხდარი მოვლენები ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის გარშემო თვალნათლივ აჩვენებს, რამდენდაც დაშორდა კავკასიის ეს რესპუბლიკა საკუთარი კულტურას და დასავლური ღირებულებების მიმართულებით წავიდა. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია, რომელიც კავკასიელებს სისხლში გვაქვს, მუდამ იქნება აქტუალური. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს და მეორე, გიწვევთ აფხაზეთში, რათა გაჩვენოთ ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ПОЗНЕРУ: СТАНЬТЕ ГОСТЕМ АБХАЗИИ

Происходящее в Грузии вокруг приезда известного российского журналиста и телеведущего…

Posted by Абхазское народное движение on Thursday, 1 April 2021

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი