ახალი ამბები

ფილმები, რომლებსაც 8 აპრილიდან კინოთეატრებში ნახავთ

8 აპრილი, 2021 • 1117
ფილმები, რომლებსაც 8 აპრილიდან კინოთეატრებში ნახავთ

დღეიდან კინოთეატრები მუშაობას ანახლებენ. კინოთეატრებში აცხადებენ, რომ 8 აპრილიდან კინომოყვარულები შეძლებენ დიდი პრემიერების დიდ ეკრანებზე ნახვას და ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კინოთეატრებში ჩვენებები რეგულაციების დაცვით განახლდება.

„ჩვენთვის მაყურებლისა და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთოებაა მთავარი. ამიტომ თითოეულ ახალ მითითებასა და რეგულაციას სრულყოფილად ვასრულებთ და გულდასმით ვემზადებით, რომ კინომოყვარულმა კინოში ისევ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და კვლავ ისიამოვნოს აქ გატარებული დროით. მაყურებელს კინოთეატრში არაერთი ახალი წესი დახვდება: სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. კომენდანტის საათის გათვალისწინებით ბოლო სეასნსი დაახლოებით 6 საათზე დაიწყება”, — აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, აპრილის რეპერტუარში შეტანილია “ოსკარის” თითქმის ყელა ნომინანტი, “გოძილა vs კონგი”, “მორტალ კომბატი”, დისნეის “პრინცესა რაია”,”ტომი და ჯერის” კინოვერსია, გაი რიჩის ახალ ფილმი, კრისტოფერ ნოლანის “ტენეტი”, მერაბ ნინიძისა და ბენედიქტს კამბერბეჩის მონაწილეობით გადაღებული თრილერი “კურიერი” და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი