ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, ხოლო იუსტიციის მინისტრად – რატი ბრეგაძე.
მთავრობაში ახალი კადრების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
[მასალა განახლდება]
გუშინ, 31 მარტს ფინანსთა მინისტრობის თანამებობიდან ივანე მაჭავარიანი გადადგა. როგორც პირველ აპრილს ღარიბაშვილმა განაცხადა, მაჭავარიანს ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძეს, ის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ღარიბაშვილის ინფორმაციითვე, 31 მარტს მისი ბოლო სამუშაო დღე იყო საქართველოში.