ახალი ამბები

1 აპრილი: კორონავირუსის 499 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა

1 აპრილი, 2021 •
1 აპრილი: კორონავირუსის 499 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 499 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. მთავრობის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 28 712 ჩატარებული ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 17 922 ანტიგენის, 10 790 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.74%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64%. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 282 260-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 785 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში –  264
  • აჭარა – 33
  • იმერეთი – 65
  • ქვემო ქართლი – 12
  • შიდა ქართლი – 23
  • გურია – 20
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45
  • კახეთი – 13
  • მცხეთა-მთიანეთი – 19
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 845-ია, საიდანაც 1 685 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი