ახალი ამბები

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა

31 მარტი, 2021 • 68942
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

მისი ჩამოსვლის კადრებს ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

ახლად დაფუძნებული მოძრაობის “დროა” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, “პოზნერი პუტინთანაა დაკავშირებული”. მისივე თქმით, “ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აყენებს შეურაცხყოფას, ბედავს საქართველოში გაერთოს”.

“პოზნერის საქართველოში შემოშვება არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი, როგორც სამართლებრივად, ისე მორალური და ჯანდაცვის არგუმენტებით”, – განაცხადა პოლიტიკური პარტია ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, “იმ შემთხვევაში, თუ პოზნერი შეძლებს დაბადების დღის აღნიშვნას, ამას ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი