ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური – პაპაშვილი

31 მარტი, 2021 • 1089
პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური – პაპაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 31 მარტს, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ პრემიერი “პრობიზნესურია”, რაც ყველაზე მთავარია. ეს პრემიერის რანგში ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა იყო ბიზნესთან.

“მინდა ვთქვა რომ პირველი შეხვედრა იყო. ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა, არის ის, რომ ეს პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური… ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა ამ პანდემიის გამო ამ ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ ის მოტივიც კი, რომ ადამიანი აცხადებს, პრობიზნესური ვარ, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ის, რომ ადამიანი ჯან-ღონით სავსეა, განათლებულია და, რაც მთავარია, კარგი ოჯახი ჰყავს…”.

კითხვაზე, ეს ყველაფერი ლარის კურსს შველის? პაპაშვილი პასუხობს, რომ “ლარის კურსს ზუსტად ეს შველის, ის, რომ ის პრობიზნესურია”.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის პრესსამსახურმა, სადაც წერია, რომ განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე. ამას გარდა, საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და  ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი