ახალი ამბებიეკონომიკა

დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 3.5-ს აჭარბებს

31 მარტი, 2021 •
დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 3.5-ს აჭარბებს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 31 მარტისთვის 3.4118-ს შეადგენს, თუმცა კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 3 ლარსა და 50 თეთრს აღწევს.

ლარის ღირებულება ეცემა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. კერძოდ, 31 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება Bloomberg-ის მიხედვით, 3.45 ლარია.

თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებლებს 3.52 ლარად შეუძლიათ. საქართველოს ბანკში კი 1 აშშ დოლარი 3.5110 ლარი ღირს.

ვითიბი ბანკი მომხმარებლებს 1 აშშ დოლარს 3.5150 ლარად სთავაზობს. ბაზისბანკში კი 1 აშშ დოლარის შეძენა 3.505 ლარადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით 31 მარტს 1 ევრო 4.0044 ღირს. კომერციულ ბანკებში კი მისი ღირებულება 4.1 ლარს აღწევს.

თიბისი ბანკში და საქართველოს ბანკში 1 ევროს შეძენა 4.1430 ლარადაა შესაძლებელი. ბაზისბანკში კი 1 ევრო 4.183 ლარი ღირს. რაც შეეხება ვითიბი ბანკს, მომხმარებლებს 1 ევროს შეძენა 4,15 ლარად შეუძლიათ.

ახალ ოფიციალურ კურსს პირველი აპრილისთვის ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი