ახალი ამბები

ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

31 მარტი, 2021 • 1799
ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ანსამბლი „რუსთავი“ ავრცელებს, რომელიც თავად ერქომაიშვილმა დააფუძნა. ის 81 წლის იყო.

მანამდე მუსიკოსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ერქომაიშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1969 წელს დაამთავრა. ერთი წლით ადრე კი ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი “რუსთავი”; ჩაწერა ასობით ფირფიტა ქართული ხალხური მუსიკით, მათ შორის, უცხოელი მსმენელთათვის.

1976 ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი “მართვე”, რომელსაც 2000 წლამდემდე ხელმძღვანელობდა; 1994 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა სასახლე.

ის ასევე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მას მიღებული აქვს აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი