ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ამბობს აფხაზი ომბუდსმენი 19 წლის გოგოს დაკითხვის ფაქტზე

30 მარტი, 2021 •
რას ამბობს აფხაზი ომბუდსმენი 19 წლის გოგოს დაკითხვის ფაქტზე

19 წლის გოგოს და მისი მამის დაკითხვისა და ბოდიშის მოხდის იძულების ფაქტს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით [სადაც გოგო ამბობს, რომ “აფხაზეთი საქართველოა”] აფხაზი ომბუდსმენი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. ნეტგაზეთი შეეცადა, აფხაზი უფლებადამცველის აზრის გაგებას მომხდართან დაკავშირებით, თუმცა იმ მოკლე კომენტარში, რომელიც ასიდა შაკრილმა სოხუმში ნეტგაზეთის რეპორტიორთან გააკეთა,  ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

“ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გაწერილი, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების ყველა მცდელობა სისხლის სამართლის დევნას ექვემდებარება. ის, რომ გასაჯაროვდა ეს ყველაფერი, ამ მოვლენის რეზონანსულობას უკავშირდება. დიახ, გალის რაიონში არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და მსგავსი გამოვლინებებიც ირიბად ამასთანაა კავშირში. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რაღაც მოზარდის პროტესტს ჰგავს”.

საკითხის განვრცობის საშუალება ასიდა შაკრილთან არ მოგვეცა.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი იკვლევენ 27 მარტს სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს, სადაც ისმის ადგილობრივი გოგონას ფრაზა “აფხაზეთი საქართველოა”. დაკითხვაზე დაიბარეს ვიდეოში მონაწილე გოგონას მამაც.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მოქალაქეების მხრიდან მიიღეს არაერთი საჩივარი აღნიშნულ ვიდეოებთან დაკავშირებით. გუშინ, 29 მარტს დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც “ბრალდებული” გოგონა ბოდიშს უხდის საზოგადოებას მომხდარის გამო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი