ახალი ამბები

“მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება” – ბაქრაძე მოლაპარაკებებზე

30 მარტი, 2021 • 499
“მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება” – ბაქრაძე მოლაპარაკებებზე

“ევროპული საქართველოს” მოქმედი წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების შანსს რეალისტურს ხდის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე შეთანხმების დოკუმენტს კრისტიან დანიელსონი დადებს.

ბაქრაძე იმედოვენებს, რომ დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

“მე დღესაც პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა აქვს “ქართულ ოცნებას” კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად მათ ასეთი ხედვა არ გააჩნიათ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი მაგიდაზე უნდა დაიდოს ბატონი დანიელსონის მხრიდან, ბუნებრივია, აჩენს რეალისტურ მოლოდინს, რომ დღეს შეთანხმება გახდება შესაძლებელი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არაა,ინდივიდუალურად დავით ბაქრაძის ხელმოწერა ვიხილოთ ამ დოკუმენტზე, ის პასუხობს:

“მე ევროპული საქართველოს სახელით არ ვიღებ მონაწილეობას ამ მოლაპარაკებაში. არ ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტზე ცალკეული ინდივიდუალური ხელმოწერები იქნება, ალბათ, დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, დაველოდოთ, მედიატორი როგორ განსაზღვრავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება, მე არჩეული ვარ როგორც პარლამენტის წევრი, მე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი