ახალი ამბები

ავიაციის სააგენტომ ზაფხულში 40-ზე მეტ ავიამიმართულებაზე გასცა ნებართვა

30 მარტი, 2021 •
ავიაციის სააგენტომ ზაფხულში 40-ზე მეტ ავიამიმართულებაზე გასცა ნებართვა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დაამტკიცა.

ავიაკომპანიების მიერ, სააგენტოში დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის (2021 წლის მარტის ბოლო კვირა – ოქტომბრის ბოლო შაბათი) სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 24 მიმართულებით, ესენია: ალმათი (Air Astana), ამსტერდამი (Georgian Airways), ანტალია (Turkish Airlines) ბაქო (Buta Airways), ბერლინი (Georgian Airways), ერევანი (Armenia), ვარშავა (LOT Polish Airlines), ვენა (Georgian Airways), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines), მინსკი (Belavia), მიუნხენი (Lufthansa), რიგა (AirBaltic), პარიზი (Airfrance, Georgian Airways), სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus), ტაშკენტი (Uzbekistan Airways), პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines), ქუვეითი (Jazeera Airways), შარჯა (Air Arabia), შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo), ფრანკფურტი (Lufthansa);

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი, ვარშავა, ვილნიუსი და ლარნაკა. ოთხივე მიმართულებით ფრენების შესრულებას დაბალბიუჯეტიანი Wizz Air გეგმავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა, ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე — დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია: თელ ავივი (Georgian Airways, Israir), კიევი (SkyUp Airlines; Yan Air), მინსკი (Belavia), ოდესა (Yan Air), სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus) და ხარკოვი (Yan Air);


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ან გაგრძელების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი