ახალი ამბები

ოპოზიციასა და “ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

30 მარტი, 2021 • 663
ოპოზიციასა და “ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონი „ოცნებასა“ და ოპოზიციას თავის  წინადადებას წარუდგენს. ამის შესახებ დანიელსონმა გუშინ, 29 მარტს, თავად განაცხადა.

მისივე თქმით, თავად პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისგმებლობა და ამგვარ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.  როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.