ქართველი ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ნეტგაზეთს კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.
“ბატონი ანზორი კორონავირუსითაა ინფიცირებული. არის მძიმედ და არის მართვითი სუნთქვის აპარატზე. იგი რეანიმაციაში იმყოფება”, – უთხრეს ნეტგაზეთს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.