ახალი ამბებირეკლამა

ამიერიდან, Glovo-ს საშუალებით COVID-19 ტესტების სახლში გამოძახებაა შესაძლებელი

30 მარტი, 2021 •
ამიერიდან, Glovo-ს საშუალებით COVID-19 ტესტების სახლში გამოძახებაა შესაძლებელი

მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებელს დროულ და საჭირო მომსახურებას. ამჯერად, Glovo-ს აპლიკაციის საშუალებით, კოვიდ ტესტების შეკვეთა და ლაბორატორიული მომსახურების სახლში მიღებაა შესაძლებელი.

აღნიშნული სიახლე მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში: იტალიაში, პორტუგალიაში, რუმინეთსა და საქართველოს ბაზარს მოიცავს. რამდენიმე კვირის განმავლობაში, Glovo-ს ახალი მომსახურებით უკვე 2 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია covtest.ge-სთან თანამშრომლობს. ეს არის ტესტირების ინოვაციური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, ტესტირების ჩატარება ადგილზე ხორციელდება ყველა რეგულაციის დაცვით. სერვისით სარგებლობა ტესტირების პროცესებს უფრო სწრაფს, ეფექტურობასა და უსაფრთხოს ხდის.

GlovoApp-ის ფარმაცევტული პროდუქციის განყოფილებას უკვე დაემატა პლატფორმა covtest.ge.

[checklist]

  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს პლატფორმაზე არსებული სასურველი ტესტი: PCR ან სწრაფი ტესტი.
  • ამის შემდეგ, ინფორმაციის დასადასტურებლად მას დაუკავშირდება covtest.ge-ის წარმომადგენელი.
  • იმავე დღეს, მომხარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სახლში მივა ლაბორატორია. სამედიცინო პერსონალი სახლიდან გაუსვლელად გაუკეთებს სასურველ ტესტს.
  • PCR ტესტის პასუხი ცნობილი 24 საათში იქნება, ხოლო სწრაფი ტექსტის – 10 წუთში.

[/checklist]

Glovo, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ოპერირებს, გამუდმებით ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ დროულ, მოთხოვნად მომსახურებებს სთავაზობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი