ახალი ამბები

აფაზეთისა და ცხინვალში მცხოვრებნი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან – მინისტრი

30 მარტი, 2021 •
აფაზეთისა და ცხინვალში მცხოვრებნი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან – მინისტრი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონიში მცხოვრები სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ.

“საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე”, -აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები რეგისტრაციას ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში სურვილის დაფიქსირებით შეძლებენ, რის შემდეგაც ისინი აიცრებიან.

ტიკარაძის ინფორმაციით, ცხინვალსა და აფხაზეთში, ჯამში, დაახლოებით 500-მდე სამედიცინო პერსონალი მუშაობს. მინისტრის თქმით, მათ ასევე აქვთ ინფორმაცია 65+ ასაკის მოქალაქეების სტატისტიკის შესახებაც, თუმცა რიცხვი ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი