ახალი ამბები

50/50-ზე არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს — კობახიძე

29 მარტი, 2021 •
50/50-ზე არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს — კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის ალბათობა 50/50-ზეა. ამის შესახებ მან დღეს, 29 მარტს, კრისტიან დანიელსონთან მეორედ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძეს ჰკითხეს, რამდენი პროცენტი არის იმის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს.

“არ ვიცი, როცა ასეთი რთულია, ზოგადად, დიალოგი, ალბათ, ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ არის 50/50-ზე, მაგრამ დავიტოვოთ კარგი 50%-ის იმედი”, — უპასუხა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მეორედ შეიკრიბება და მმართველი გუნდი კონკრეტულ პოზიციაზე ჩამოყალიბდება, რომელსაც კრისტიან დანიელსონს გააცნობენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით,  სამშაბათამდე დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი