ახალი ამბები

“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალია” – პეტიცია

29 მარტი, 2021 •
“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალია” – პეტიცია

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საერთო მიმართვას [პეტიციას] ავრცელებს და აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე კრიზისის დაძლევა შეუძლებელია.

პეტიციაში, სახელწოდებით – სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, – აღნიშნულია, რომ ისეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, როგოგორიც დღეს საქართველოშია, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი დემოკრატიული და ოპტიმალური გამოსავალია.

“2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა და მწვავე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. გვაქვს საეჭვო ლეგიტიმურობის ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკური პოლარიზაციის ისედაც მაღალ დონეს კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკური პატიმრების არსებობა.

პოლიტიკურ კრიზისს თან ახლავს ეკონომიკის უპრეცედენტოდ ძლიერი ვარდნა, ეპიდემია და საერთაშორისო გამოწვევები ჩვენს ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომლებთან გამკლავებაც ნახევრად ლეგიტიმურ მთავრობას არ ძალუძს.

ეროვნული თანხმობის გარეშე კრიზისის დაძლევა და  პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ კალაპოტში შენარჩუნება შეუძლებელია. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში თანაზომადი მასშტაბისა და სიღრმის კრიზისის განმუხტვისათვის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი დემოკრატიული და ოპტიმალური გამოსავალია.

არჩევნების შედეგებს რომ ნდობა ჰქონდეს, საჭიროა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო ადმინისტრაციის მოწვევა პროცესის მიმართ ნდობას გაზრდის.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელ ყველა ადგილობრივ აქტორსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა  კრიზისის დროულად და მშვიდობით დამთავრების ხელშესაწყობად. საქართველოს სჭირდება ღრმა კრიზისის დაძლევა და არა მისი უბრალოდ გადავადება”, — ნათქვამია მათ განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება

თავისუფლების ინსტიტუტი

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

სამოქალაქო განათლების საზოგადოება

სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)

ფრანკლინის კლუბი

ტაბულა

ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სოფიო ასათიანი, იურისტი

გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი

გიორგი ბუტიკაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი

ლაშა ბუღაძე, მწერალი

თეონა ბექიშვილი, პედაგოგი, ჟურნალ “მასწავლებლის” ბლოგერი

სოფო გელავა, საინფორმაციო ოპერაციების მკვლევარი

თორნიკე გორდაძე, პოლიტოლოგი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი

აჩიკო გულედანი, მუსიკოსი

დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი თარგამაძე, ჟურნალისტი

ვატო ლეჟავა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი

გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ელენე ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი

ირაკლი კალანდაძე, მოქალაქე

ზურაბ კაჭკაჭიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ინდოეთში

ბექა კობახიძე, ისტორიკოსი

რუსიკო კობახიძე, ფილოლოგი

ნოდარ ლადარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიმიტრი ლიპარტელიანი, სამედიცინო ჟურნალისტი

ნინო ორდენიძე, სამოქალაქო აქტივისტი

დავით პაიჭაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანა ჟვანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლევან რამიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი

ნათია სამუშია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი

ლევან სუთიძე, რელიგიის მიმომხილველი

გიორგი ტაბლიაშვილი, მხატვარი

ბათუ ქუთელია, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი

პაატა შამუგია, პოეტი

გიორგი ცხადაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ივანე წერეთელი, კულტურის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

დავით ხიდაშელი, მხატვარი

ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

გია ჯაფარიძე, დიპლომატი

პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი