ახალი ამბებირეკლამა

ალდაგი – ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

29 მარტი, 2021 •
ალდაგი – ბიზნესის საუკეთესო მზღვეველი 2021

Global Banking & Finance Reviewის დაჯილდოებაში ბიზნესისთვის საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიმწოდებელ კომპანიად საქართველოში ალდაგი დასახელდა. Global Banking & Finance Review საერთაშორისო მედიაპლატფორმაა, რომელიც 2011 წლიდან კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიებში აჯილდოებს. ალდაგმა საუკეთესო სადაზღვევო კომპანიის სტატუსი კომერციულ სეგმენტში მოიპოვა, რაც ბიზნესისთვის გაწეულ საუკეთესო სადაზღვევო მომსახურებას ნიშნავს.

ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნდა. დღეს ფლობს კორპორატიული ბაზრის 33%-ს. ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედ მსხვილ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს და ბიზნესს სთავაზობს პროდუქტების დივერსიფიცირებულ არჩევანს.

გასული წლის განმავლობაში ალდაგმა ბიზნესის მომსახურებაში ახალი მიდგომები დანერგა და პირველად საქართველოში ბიზნესს რისკების შეფასებასთან და დაზღვევასთან დაკავშირებით პროფესიონალური კონსულტაციები შესთავაზა. გარდა ამისა, ახალი მიდგომების შესაბამისად შეიქმნა ინდუსტრიებზე მორგებული სადაზღვევო გადაწყვეტები, რაც კორპორატიული ბაზრისთვის სრულიად ახალი მიდგომაა.

„30 წლის გამოცდილება რისკების მართვასა და ბიზნესთან ურთიერთობაში გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ საიმედო და სტაბილური პარტნიორი კომპანიებისთვის, დავეხმაროთ მათ რისკებთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და საუკეთესო სადაზღვევო სერვისების მიღებაში.“- განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

ალდაგი კორპორატიულ დაზღვევაში ინოვაციის კუთხით ლიდერია საქართველოში. ალდაგმა არაერთი სადაზღვევო პროდუქტი პირველმა დანერგა საქართველოში. მხოლოდ 2020 წელს კორპორატიული კლიენტებისათვის ანაზღაურებული თანხა 65 მლნ ლარს შეადგენს.

ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები: HANNOVER RE, TRANS RE, SWISS RE, Generali, Zurich, AXA XL, AIG და LLOYD’S OF LONDON.

მასალების გადაბეჭდვის წესი