ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი ბიზნეს ოპერაციებს ამარტივებს  

29 მარტი, 2021 •
საქართველოს ბანკი ბიზნეს ოპერაციებს ამარტივებს  

მომხმარებლებზე მორგებული ციფრული მომსახურების შექმნის და სამუშაო პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, მსოფლიო ბანკები ფინანსურ ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებენ.

ფინტექი წარმატებით ვითარდება საქართველოშიც. საქართველოს ბანკი,  როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი,  ღია ბანკინგის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს.

ბანკის მიზანია ბიზნეს ოპერაციების გამარტივება და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენება.

ზემოთ აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო / საბუღალტრო / საწარმოს მართვის პროგრამაში საბანკო ოპერაციების მარტივად შესრულების შესაძლებლობას აძლევს.

რა არის და რაში გვეხმარება API?

უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: მობილ ბანკის აპლიკაციაში შესვლისას აპლიკაცია API-ის საშუალებით ბანკის სერვერს უკავშირდება, სადაც ჩვენი პირადი ფინანსური ინფორმაცია ინახება, აქედან კი აღნიშნული ინფორმაციის მობილურ აპლიკაციაში ტრანსფერი ხდება .

საქართველოს ბანკის API– ს გამოყენებით  კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნეს ინტერნეტბანკის ინტეგრაცია პირდაპირ ფინანსურ/საბუღალტრო პროგრამაში მოახდინონ და სხვადასხვა საბანკო ოპერაცია პირდაპირ პროგრამიდან განახორციელონ.

თუკი აქამდე საბანკო ოპერაციების შესასრულებლად ჯერ ბიზნეს ინტერნეტბანკში გიწევდათ შესვლა, შემდეგ ინფორმაციის მოძიება, ფაილის ჩამოტვირთვა და მისი საბუღალტრო/ფინანსურ პროგრამებში ატვირთვა, ახლა აღნიშნული სერვისის მეშვეობით კომპანიის მთლიანი ფინანსური მხარე ერთ სივრცეში ექცევა, შესაბამისად აღარ გჭირდებათ მსგავსი ოპერაციების განხორციელება.

API-სერვისების გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამუშაო პროგრამაშივე შეძლებს შემდეგი საბანკო ოპერაციების შესრულებას:

  • ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში შექმნით ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის და კონვერტაციის ინდივიდუალურ დოკუმენტებს
  • შეამოწმებთ შექმნილი დოკუმენტების სტატუსებს
  • ნახავთ ხელმისაწვდომ და მიმდინარე ნაშთებს ანგარიშებზე, ამონაწერის საშუალებით კი − პირველ 1 000 ჩანაწერს
  • შეამოწმებთ მიმდინარე დღის აქტივობას; ასევე, კომერციულ/ეროვნულ სავალუტო კურსებსა და მათ ისტორიებს

ეს ინფორმაცია მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსდება.

საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან, პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობად აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას,  API სერვისების დახმარებით საბანკო ოპერაციების შესრულება ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით  კომპანიებს აღარ უწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი  საგრძნობლად ამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის.“ –  ამბობენ საქართველოს ბანკში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი