ახალი ამბები

ექთნის გარდაცვალებაზე წინასწარი დასკვნა დღეს არ გამოქვეყნდება — სამხარაულის ბიურო

29 მარტი, 2021 • 506
ექთნის გარდაცვალებაზე წინასწარი დასკვნა დღეს არ გამოქვეყნდება — სამხარაულის ბიურო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.

“გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად, შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები”, – ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის…

Posted by სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო on Monday, 29 March 2021

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას ჯანდაცვის სამინისტროში 29 მარტს განიხილავდნენ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გაავრცელა.

“ჩვენ ველოდებით სამხარაულის ბიუროს დასკვნას. ორშაბათს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ 26 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი