საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ლომბარდების გამოკლვევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, იმავე წელს სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8 პროცენტი შეადგინა.
2020 წელს საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 24.3 პროცენტს შეადგენდა.
საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9 პროცენტი) ფიზიკური პირია.
ლომბარდების 2020 წლის საბალანსო მოგებამ 2 18.4 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია1 დაფიქსირდა. აქედან 46.1 პროცენტი ქ. თბილისში მდებარეობს, 14.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.4 პროცენტი – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13.0 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 14.3 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 83.6 პროცენტი გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 16.4 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში