ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 365 შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი — 28 მარტი

28 მარტი, 2021 • 540
გამოვლინდა კორონავირუსის 365 შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი — 28 მარტი

მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 934 ტესტი,  რის შედეგადაც გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41%. ბოლო 24 საათში ვირუსმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008  PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  280 301-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის განმავლოშაში — 1.65 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში — 1.68 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272 219-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 751 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა — 27, იმერეთი — 37, ქვემო ქართლი — 8, შიდა ქართლი — 39, გურია — 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 30, კახეთი — 6, მცხეთა-მთიანეთი — 5, სამცხე-ჯავახეთი — 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, დანარჩენი კი — საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი