“ქართული ოცნების” ოფისთან დააკავეს სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად ადგილზე აქციას მართავდნენ. ინციდენტი 27 მარტს მოხდა.
პარტიის ოფისთან მოძრაობა “საქართველოსთვის” წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. აქტივისტებს სურდათ, ადგილზე გაეკრათ სტიკერები ბერა ივანიშვილის გამოსახულებით, რის შემდეგაც პროცესში პოლიცია ჩაერია.
“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, პოლიციელი აქტივისტს ეუბნებოდა, რომ კანონის დარღვევის უფლებას არ მისცემდა. საპასუხოდ, აქციის მონაწილე ამბობდა, რომ ბოძზე სტიკერის გაკვრა სურდა, რაც კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
“როდესაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ხელისუფლების მიმართ აკეთებენ აქციებს, პოლიციელები ძალადობენ ამ აქტივისტებზე. უბრალოდ სტიკერის გაკვრის გამო აკავებენ ადამიანებს”, – უთხრა ტელეარხს.
როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, სულ 5 ადამიანია დაკავებული. მათ რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.