საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 490 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 219 პირი და ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით – მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.
ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 26 მარტის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.77 %.
490 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 256
- აჭარა – 36
- იმერეთი – 69
- ქვემო ქართლი – 22
- შიდა ქართლი – 26
- გურია – 6
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41
- კახეთი – 20
- მცხეთა-მთიანეთი – 7
- სამცხე-ჯავახეთი – 0
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 30, იმერეთში -70.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ამბობს საქართველოს მთავრობა.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 279 936 შემთხვევა აღირიცხა. 271 809 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 746 კი — გარდაიცვალა.
