ახალი ამბები

5% თუ 7%-ს შორის მერყეობს – ზარქუა ენმ-ის რეიტინგზე

26 მარტი, 2021 •
5% თუ 7%-ს შორის მერყეობს – ზარქუა ენმ-ის რეიტინგზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა არ აწყობს, “ნაციონალური მოძრაობაა”.

მისი თქმით, “ქართული ოცნებას” არც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, განსხვავებით ენმ-სგან, რომელის მხარდაჭერაც, ზარქუას მტკიცებით, 5%-დან 7%-მდე მერყეობს.

“მხოლოდ ერთადერთ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აწყობს, რომ მისი მძევლობიდან დაიხსნან თავი პატარა პარტიებმა. ამიტომაც არის ეს ნარატივი, რომ ვაჭრობა უწოდეს [2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას]. ეს არის შეთანხმება. შეთანხმებას არ ითხოვდა ოპოზიცია? დიალოგს არ ითხოვდა? დიალოგის შესაბამისად მივიღეთ გადაწტვეტილება, თორემ ჩვენ მმართველ პარტიას პრობლემა არ გვაქვს, 5%-იანი ბარიერი გადავლახოთ, ეს “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, 5% თუ 7%-ს შორის რომ მერყეობს”, — განაცხადა ზარქუამ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები რეგისტრირდება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების მისაღებად საჭირო რაოდენობის დეპუტატი წარმოდგენილი არ არის. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ, პარლამენტში უნდა შევიდეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მინიმუმ 17 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი