ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მარტის ბოლოს ელოდებიან კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული სპუტნიკ V-ის 1500 დოზას.
დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მიუხედავად ამისა, ადგილზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების პერსონალი უკვე აიცრა სპუტნიკ V-ის ვაქცინით.