ახალი ამბები

29 341 ტესტით, COVID-19-ის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 26 მარტი

26 მარტი, 2021 •
29 341 ტესტით, COVID-19-ის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 26 მარტი

26 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 29 341 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 18 964 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩატარდა, 10 377 კი -PCR მეთოდოლოგიით. აქედან დაავადება 419 პაციენტს დაუდასტურდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.43% შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 738 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა,
აჭარა – 26,
იმერეთი – 64,
ქვემო ქართლი – 27,
შიდა ქართლი – 22,
გურია – 16,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18,
კახეთი – 9,
მცხეთა-მთიანეთი – 13,
სამცხე-ჯავახეთი – 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 2, იმერეთში – 5.

192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი