ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. აცრის პროცესის ფოტო პავილიონისმა Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს.
AstraZeneka su džiaugsmu ir dideliu dėkingumu. Jaučiuosi idealiai ✌✌✌
Posted by Žygimantas Pavilionis on Wednesday, March 24, 2021
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტით 20-22 თებერვალს იმყოფებოდა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც იმყოფებოდა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების მიუღებლობაზე ისაუბრა.
ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, პავილიონისის თბილისში ვიზიტი ლიეტუვის სეიმის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა და მისი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულების ხელშეწყობა იყო. Baltic Times-ის ცნობით, პანდემიის თანმდევი რეგულაციებიდან გამომდინარე, ლიეტუველ კანონმდებლებს საზღვარგარეთ ვიზიტები აკრძალული აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.
თბილისში ვიზიტისას გაკეთებული მწვავე შეფასებების გამო პავილიონისი გააკრიტიკა “ქართულმ ოცნებამ”, ასევე, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიეტუვაში. ოპოზიციურმა “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” პავილიონისის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.