ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში ბავშვებს ქართული დაბადების მოწმობები ჩააბარებინეს

24 მარტი, 2021 • 1160
ახალგორში ბავშვებს ქართული დაბადების მოწმობები ჩააბარებინეს

ახალგორის [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ლენინგორი] ახალი გამგებლის, ვლადიმერ გულიევის განცხადებით, ახალგორში იმ ბავშვების დოკუმენტაციის პრობლემა მოიხსნა, რომელთაც ქართული დაბადების მოწმობები ჰქონდათ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარგარეთის პასპორტს ვერ იღებდნენ. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში ვერ მიემგზავრებოდნენ.

გულიევის განმარტებით, “ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია”, რადგან 29 ბავშვმა უკვე ჩააბარა ქართული დაბადების მოწმობები, რის საფუძველზეც უახლოეს დროში მიიღებენ ოსურ პასპორტს და შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას – რუსეთში გამგზავრებას.

ახალგორის რაიონი ცხინვალის კონტროლქვეშ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გადავიდა.

ახალგორში მცოცავი “ეთნიკური” წმენდა გრძელდება | DRI

ახალგორელებს ქართული სატრანსპორტო ნომრების ჩაბარებასა და ოსურის აღებას სთავაზობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი