კორონავირუსის ახალი შტამი თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთში აღმოაჩინეს, თუმცა მისი გავრცელება აქტიურად დეკემბერში დაიწყო. გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30- ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 50-მდე შემთხვევაა აღრიცხული.
როგორც გამყრელიძე ამბობს, მოსალოდნელია ამ შტამის გავრცელების ზრდა, რადგან ის ევროპაში ფართოდაა გავრცელებული. გამყრელიძისვე ინფორმაციით, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია ყველა ის ვაქცინა, რომელიც ამ დროისათვის ნებადართულია კორონავრიუსის წინააღმდეგ.