რუსულმა პროსახელისუფლებო მედია სპუტნიკმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას სთხოვა, შეეფასებინა ვლადიმერ პუტინის პასუხი ჯო ბაიდენისადმი.
“ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერია. ეს იყო პასუხი ბრძენი ხელმძღვანელისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დედამიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ფიქრობს. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, გასაკვირია, რომ მსგავსი ლექსიკა შეუძლია სახელმწიფო მეთაურმა გამოიყენოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მატარებლია”.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, რაზეც პუტინმა ანდაზით უპასუხა -“ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის”.