აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია.
“საფასურს, რასაც ის გადაიხდის [აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის], მალე ნახავთ”, – თქვა ბაიდენმა.
ამავდროულად, ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს გარკვეულ საკითხებში საერთო ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეთ და ამიტომ განაახლა New START-ის ხელშეკრულება.
ჯო ბაიდენის თქმით, ის კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს. ამ კონტექსში მან გაიხსენა 2011 წელს პუტინთან შეხვედრა.
“გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, მე ჩავხედე მას თვალებში და დავინახე მისი სულიო. მე ვუთხარი [პუტინს], გიყურებ თვალებში და არა მგონია, სულია გქონდეს-მეთქი. მან მიპასუხა: ჩვენ გვესმის ერთმანეთისო”, — თქვა ბაიდენმა.