ნეტგაზეთი | გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება – NDI გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება – NDI – Netgazeti
RU | GE  

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება – NDI

NDI/CRRC-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის თებერვალში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად უმკალავდება.

თუ დეკემბერში 60% ამბობდა, რომ პანდემია კარგად იმართებოდა, თებერვალში ამას 68% ამბობს.

გამოკითხულთა 50% აცხადებს, რომ ეფექტურად მიიჩნევს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმას, საწინააღმდეგო აზრზეა 37%.

2021 წლის თებერვალში გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ მან ან მისმა ოჯახის წევრმა პანდემიის პერიოდში საბიუჯეტო შემწეობა მიიღო.

48 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს დახმარება საკმაირისი იყო, საპირისპირო აზრზეა 52%.

NDI-ის ცნობით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com