ახალი ამბები

მისი მისია იქნება, რომ შექმნას “ოცნება” 2 – მარგველაშვილი გახარიაზე

22 მარტი, 2021 • 1041
მისი მისია იქნება, რომ შექმნას “ოცნება” 2 – მარგველაშვილი გახარიაზე

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მისია პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ “ქართული ოცნება” 2-ის შექმნა იქნება.

“პარასკევ საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს იმისთვის, რომ შეასრულოს მისია და შექმნას ‘ქართული ოცნება” 2. მადლობა “ქართულ ოცნებას”, რომ ასე ყუარდღებით მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომელსაც აქედან გავცემთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ეს გადადგომის შემდეგ გახარიას პირველი კომენტარია. მისი თქმით, სამომავლო გეგმებზე უახლოეს პერიოდში დეტალურად ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი