ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომეხი მოსახლეობა შუშის დაკარგვას არ შეეგუება | სტეპანაკერტი

22 მარტი, 2021 •
სომეხი მოსახლეობა შუშის დაკარგვას არ შეეგუება | სტეპანაკერტი

“არცახის სომეხი მოსახლეობა არ შეეგუება შუშის დაკარგვას. შუშა იყო, არის და იქნება არცახის განუყოფელი ნაწილი. ყველაფერი გაკეთდება ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად”, – ნათქვამია არცახის [მთიანი-ყარაბაღი] საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“101 წლის წინ მოწყობილი გენოციდი შუშაში “აზერბაიჯანად” წოდებული სახელმწიფოს მიერ არცახის დაპყრობითი პოლიტიკის პირველი გამოვლინება იყო. ამ სასტიკი დანაშაულის შედეგად ათასობით სომეხი დაიღუპა და ათეულობით ათასმა იძულებით დატოვა ქალაქი, განადგურდა სომხური კულტურული მემკვიდრეობა, წაიბილწა წმინდა ადგილები, გაძარცვეს ადამიანების ქონება.

იმის გამო, რომ ბაქოსა და ანკარის გენოციდის პოლიტიკა  საერთაშორისო საზოგადოებამ  სათანადოდ არ შეაფასა, დამნაშავეები კი დაუსჯელი დარჩნენ, 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა არცახში მცხოვრები ხალხის  წინააღმდეგ ახალი აგრესია განახორციელა, რა დროსაც დაიკავეს ქალაქი შუშა”.

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, აზერბაიჯანმა დაიკავა მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქი შუშა[რასაც აზერბაიჯანული მხარე “დაბრუნებას” უწოდებს].

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოჯახთან ერთად შუშა მოინახულა და დააანონსა  ტურისტული ქალაქისა და 3-4-5- ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა.

“გავიმარჯვებთ” – ომის როგორ დასასრულს ელიან სომხეთის მოქალაქეები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი