საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 396 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 6 185 ტესტი.
„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ახალი 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 85
- აჭარა – 9
- იმერეთი – 22
- ქვემო ქართლი – 19
- შიდა ქართლი – 2
- გურია – 11
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5
- კახეთი – 11
- მცხეთა – მთიანეთი – 5
- სამცხე – ჯავახეთი – 1
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, საიდანაც 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში – 147, იმერეთში – 285.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში – 129, აჭარაში – 25, იმერეთში – 72.ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,მათ შორის 131 – თბილისში, 35 – აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 204 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 6 401.
საქართველოში კორონავირუსის 277 650 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 369 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3710.