სპეციალისტების განმარტებით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.
“ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას”, – ვკითხულობთ დაავადევათა კონტროლის ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განმარტებაში.
ცენტრის საზოგადოებას ანაფილაქციის მნიშვნელობასა და მის სიპტომებსაც უხსნის:
“ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს”.
19 მარტს თბილისში 27 წლის ახალციხელი ექთნის გარდაიცვალა. მას “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის შემდგომ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება ისე, როგორც ეს “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინით უნდა განხორციელებულიყო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაბუნია ამბობს, იმ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც ჯავშანი ამბულატორიებში ჰქონდათ გაკეთებული, სტაციონარებში გადაამისამართებენ, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც ფუნქციონირებს.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია. აღნიშნულის შესახებ 18 მარტს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. იქვე აღინიშნა, რომ ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ამ საკითხს. კვლევები ისევ გრძელდება.