ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 23 169 ტესტი, გამოვლინდა 422 შემთხვევა – 20 მარტი

20 მარტი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 23 169 ტესტი, გამოვლინდა 422 შემთხვევა – 20 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 158 პირი და ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით – მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით.

ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 20 მარტის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.49 %.

422 ახალი შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 216
  • აჭარა – 29
  • იმერეთი – 71
  • ქვემო ქართლი – 22
  • შიდა ქართლი – 22
  • გურია – 20
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22
  • კახეთი – 10
  • მცხეთა-მთიანეთი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 730, აჭარაში – 137, იმერეთში – 273.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 1259, აჭარაში – 19, იმერეთში – 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.

168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აღნიშნავს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი