ახალი ამბები

ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – ფინანსური პოლიცია

19 მარტი, 2021 •
ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – ფინანსური პოლიცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 1 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი