ახალი ამბები

აცრის მსურველებს რეგისტრაციის უფლება უნდა მისცენ – ჭიაბერაშვილი

19 მარტი, 2021 • 645
აცრის მსურველებს რეგისტრაციის უფლება უნდა მისცენ – ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ აცრის მსურველი ყველა მოქალაქე უნდა დაარეგისტრიროს და მორიგი დოზების შემოსვლისთანავე აცრას. ჭიაბერაშვილის თქმით, რადგან მცირდება აცრის მსურველი სამედიცინო პერსონალის რიცხვი, მთავრობამ რეგისტრირებული მოქალაქეები ასაკობრივ ჯგუფებად უნდა დაყოს და ვაქცინაციისას უპირატესობა უფროსი ასაკის მოქალაქეებს მიანიჭოს.

“დღეს კიდევ უფრო შემცირდებოდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ამიტომ მთავრობამ უნდა მოგვცეს საშუალება ყველა მსურველს, დავრეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე; მსურველთა სია დაიხლიჩოს ასაკობრივ და რისკ-ჯგუფებად და ვაქცინის მორიგი პარტიების შემოსვლის პარალულურად აიცრას ყველა მსურველი. (რა თქმა უნდა, ჩემზე ასაკოვანი მოგვიანებითაც რომ დარეგისტრირდეს, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს). ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს!” – წერს ჭიაბერაშვილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან ანუ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ჯამში 3642 სამედიცინო პერსონალი აიცრა. სულ სამინისტროს მიერ შექმნილ საიტზე 5185 პირია რეგისტრირებული. საქართველოს კოვაქს პლათფორმისგან “ასტრაზენეკას” 43200 დოზა ვაქცინა მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი