ახალი ამბები

კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა

19 მარტი, 2021 •
კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 8 912 — PCR ტესტით.

შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 242 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 626-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 22, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მასალების გადაბეჭდვის წესი