ალდაგმა სახლის ახალი დაზღვევა შექმნა. დღეიდან მხოლოდ ალდაგშია შესაძლებელი დააზღვიოთ სახლის რემონტი, კარკასი და შიგთავსი და ასევე, სახლთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.
ალდაგის სახლის განახლებული დაზღვევით შესაძლებელია:
[checklist]
- რემონტის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება;
- სახლში არსებული ნივთების, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულების ანაზღაურება;
- სახლის კარკასის აღდგენა, თუ ის დაზიანდა სადაზღვევო შემთხვევის დროს;
- მეზობლის სახლის რემონტი, თუ ის თქვენი მიზეზით დაზიანდა;
- გაქირავებული სახლის აღდგენა, თუ ის მდგმურმა დააზიანა;
- აუნაზღაურებელი შემოსავლის მიღება, თუ სახლში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის გამო, ბინა ვეღარ გააქირავეთ;
[/checklist]
„დაზღვევის სფეროში არსებული 30 წლიანი გამოცდილება ახალ პროდუქტში ავსახეთ. ახალი პროდუქტი ერგება პრაქტიკულად ყველა შესაძლო სიტუაციას, რაც არ უნდა მოხდეს სახლში, ამიტომ ვთვლით, რომ სახლის მფლობელის/ მობინადრის სიმშვიდისა და კომფორტისთვის ეს არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც მათ მოულოდნელი ხარჯებისგან გაათავისუფლებს.”- აცხადებენ ალდაგში.
სახლის დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს: დატბორვა, ხანძარი, ქურდობა, ვანდალიზმი, აფეთქება, მიწისძვრა, მეხის დაცემა, ბუნებრივი კატაკლიზმები. ასევე დაფარულია მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობები, საიჯარო შემოსავლის დაკარგვა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობები. პროდუქტის შესახებ ვრცლად: https://property.aldagi.ge/