ახალი ამბები

თურნავა: კომენდანტის მოხსნა დღის წესრიგში დგას

18 მარტი, 2021 •
თურნავა: კომენდანტის მოხსნა დღის წესრიგში დგას

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა დღის წესრიგში დგას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თურნავას ტურისტებზე საუბრისას ჰკითხეს, რომ მათ ქვეყანაში ჩამოსვლა უნდათ, თუმცა, 21:00 საათზე სახლში დაბრუბების პერსპექტივა არ იზიდავთ. რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხს მთავრობა განიხილავს.

„მიხარია, რომ პრობლემა უკვე არის არა ის – ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ჩვენი ერთობლივი, ასე ვთქვათ ძალისხმევით უკვე ჩამოდიან და რა თქმა უნდა, მათ უნდათ უფრო მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტროენბს ეწვიონ, ქუჩებში გაისერნონ. ჩვენ ეს კარგად გვესმის, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე შეზღუდვებს შორის, რაც დღეს ჩვენს ხელთ არის. გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს,“ – ამბობს თურნავა, თუმცა, დამატებით კითხვებს, რა თარიღისთვის როდისთვის მოიხსნება კომენდანტი – არ პასუხობს.

საქართველოში ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა ნოემბრიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი