ახალი ამბები

სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა

18 მარტი, 2021 •
სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა

აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა.

საქართველოს საკითხზე მოსმენა, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, 23 მარტს გაიმართება.

ქვეკომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორ მეორე მოადგილეს — ჯორჯ კენტს და კარა მაკდონალდს მოუწმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი