ახალი ამბები

18 მარტი: 23 747 ტესტით, COVID-19-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18 მარტი, 2021 • 658
18 მარტი: 23 747 ტესტით, COVID-19-ის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

18 მარტის მონაცემებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 23 747 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით, 10 244 კი PCR მეთოდით ჩატარდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 369 შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.55% შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 674 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა,
აჭარა – 19,
იმერეთი – 67,
ქვემო ქართლი – 21,
შიდა ქართლი – 26,
გურია – 9,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14,
კახეთი – 15,
მცხეთა-მთიანეთი – 3,
სამცხე-ჯავახეთი – 1,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352. ამ ეტაპზე მძიმეა 266 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში- 4, იმერეთში – 12. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში.

1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი