ახალი ამბები

ბაალენი: პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ნიკა მელია, უნდა გათავისუფლდნენ

17 მარტი, 2021 •
ბაალენი: პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ნიკა მელია, უნდა გათავისუფლდნენ

“ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

“ქართველ ხალხს სჭირდება გამჭვირვალობა და კონკრეტული წინადადებები. მოუთმენლად ველი კრისტიან დანიელსონის მომდევნო ნაბიჯებს მედიაციის პროცესში. ამასობაში, პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ნიკა მელია, უნდა გათავისუფლდნენ”, – წერს ბაალენი Twitter-ზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა 16 მარტს განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უახლოეს პერიოდში წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი