საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის გამოც www.parliament.ge-ის დომეინზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები. პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები ნახვა შესაძლებელი იქნება სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:
https://www.facebook.com/parliamentgeo
https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg
